Wednesday, March 26, 2014

ტრენინგის მნიშვნელობა

  ინტელის სასწავლო კურსის შესწავლა იყო საინტერესო და ნაყოფიერი,რომელსაც დავნერგავ და გამოვიყენებ ჩემს პედაგპგიურ საქმიანობაში.ამ ტექნოლოგიების დანერგვით სასწავლო პროცესში მეტ ინტერეს გამოვიწვევ მოსწავლეებში და განუვითარებ 21–ე საუკუნის უნარ– ჩვევებს.ამ კურსის გავლის შემდეგ სხვა თვალით დავინახე თუ რა მნიშვნელობა აქვს პროექტებზე მუშაობას სასწავლო პროცესში.
      მადლობას ვუხდი ყველას  ამ პროექტის განხორციელებისთვის,განსაკუთრებით ქალბატონ ქეთევან ცერაძეს,რომელიც საინტერესოდ და ნაყოფიერად გვიხსნიდა მასალას,ზედმიწევნით და რამდენჯერმე გვიმახვილებდა ყურადღებას ჩვენთვის რთულ საკითხებზე.მადლობლები ვართ, რომ ქ. გორში გვყვავს ენერგიით სავსე,თავისი საქმის პროფესიონალი,ყურადღებიანი ქალბატონი ქეთევან ცერაძის სახით.

ტრერინგის მეცხრე დღე

   1.განვლილი მასალის გამეორება
   2.პიკასას ალბომის შექმნა
   3.პროექტების პრეზენტაცია
   4.რეფლექსია

   


      ტრერინგი დავიწყეთ ნასწავლი მასალის გამეორებით,შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები მივიღეთ ქალბატონ ქეთევან ცერაძესგან და გადავედით ახალ მასალაზე.კერძოდ,ვისწავლეთ პიკასა ალბომის შექმნა,რამაც დიდი დაინტერესება გამოიწვია მასწავლებლებში.შემდეგ ტრენინგის თითოეულმა წარმომადგენელმა წარმოადგინა შექმნილი პროექტების პრეზენტაცია და გაგმოგვეცა სერტიფიკატი.

Sunday, March 23, 2014

ტრერინგის მერვე დღე

1.მასალის გამეორება
2.ფასილიტაციის რესურსის შექმნა
3.პორტფოლიოს გადახედვა-დახვეწა
4.პორტფოლიოს ატვირთვა და ძირითად ბლოგზე მიბმა
5.რეფლექსია


     ტრენინგი დავიწყეთ განვლილი მასალის გამეორებით.სახლში დაგროვილ საკითხებზე ამომწურავი პასუხი მივიღეთ ტრენერ ქ.ცერაძესგან და  გადავედით ახალ მასალაზე.
     ეს დღე იყო უფრო საინტერესო და ნაყოფიერი,რადგან ვისწავლეთ ფასილიტაციის რესურსის შექმნა,თუ როგორ გაუკვლიოთ მოსწავლეებს გზა პროექტზე მუშაობისას,ვისწავლეთ შექმნილი პორტფოლიოს ატვირთვა და ბლოგზე მიბმა.ქალბატონმა ქ.ცერაძემ ზედმიწევნით გვამუშავა ზემოთ აღნიშნულ საკითხებზე,რის გამოც ვუხდი მადლობას.
   

Saturday, March 22, 2014

მეშვიდე დღე

1.მასალის გამეორება
2.განსაკუთრებული საჭიროების მოსწავლის დავალება
3.პროექტის გეგმაზე მუშაობა
4.ბლოგის გვერდები
5.რეფლექსია
   


      ტრერინგი დავიწყეთ ნასწავლი მასალის გამეორებით,დაგროვილ კითხვებზე ამომწურავი პასუხი მივიღეთ ტრენერ ქ.ცერაძესგან და გადავედით ახალ მასალაზე.
        შევისწავლეთ განსაკუთრებული საჭიროების მოსწავლის ჩართვა პროექტებში,მათი შესაძლებლობების დავალებების შერჩევა.ვიმუშავეთ და შევავსეთ პროექტის გეგმა,ვისწავლეთ ბლოგის გვერდების შექმნა.
        მომეწონა და კმაყოფილი ვარ ამ დღეს შეძენილი ცოდნით

Sunday, March 16, 2014

მეექვსე დღე

1.მასალის გამეორება
2.მოსწავლის ნიმუშის-პრეზენტაციის შექმნა
3.მოსწავლის ნამუშევრების შეფასება
4.კომენტარები ბლოგზე
5.რეფლექსია


  ტრერინგი დავიწყეთ გავლილი მასალის გამეორებით.დაგროვილ კითხვებზე ამომწურავი პასუხი მივიღეთ ტრენერ ქალბატონ ქეთევან ცერაძესგან და გადავედით ახალ მასალაზე.
     დღევანდელ ტრერინგზე შევისწავლეთ მოსწავლეთა მიერ შექმნილი პროექტების პრეზენტაციის შეფასების სქემები,ვისწავლეთ კომენტარების დაწერა ბლოგზე,პროექტში საათის დაკალენდრის ჩასმა.
  დღის ბოლოს მოვახდინეთ ნასწავლი მასალის რეფლექსია
    მეცადინეობის დრო არასაკმარისია,კარგი იქნება თითოეულ მასალას თუ უფრო მეტი დრო დაეთმობა

Saturday, March 15, 2014

ტრერინგის მეხუთე დღე

1.მასალის გამეორება
2.საავტორო უფლებები,საავტორო კვლევების შაბლონების გაცნობა
3.მოსწავლეთა ნიმუშების-ბლოგის შექმნა
4რეფლექსია
გავიმეორეთ განვლილი მასალა,გავიხსენეთ ბლოგის შექმნა,წაშლა,ბლოგის აღდგენა,ბლოგის ფონის შეცვლა.შევისწავლეთ საავტორო უფლებების,საავტორო კვლევების შაბლონების შექმნა და მათი დაცვა, მოსწავლის მიერ ბლოგის შექმნა.
ვისწავლეატ გაჯეტები.
    დღეს შესწავლილი მასალა გამომადგება პედაგოგიურ მუშაობაში.

Sunday, March 9, 2014

ტრერინგის მეოთხე დღე

                                               

  ტრერინგი დავიწყეთ ნასწავლი მასალის გამეორებით,დაგროვილ კითხვებზე ამომწურავი პასუხები მივიღეთ ტრენერ ქეთევან ცერაძესგან და გადავედით ახალ მასალაზე.გავეცანით და შევისწავლეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები და რუბლიკები,შევისწავლეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმის შედგენა,პორტ ოლიოს პრეზენტაცია